92 წლის ასაკში პროფესორი ლევან ალექსიძე გარდაიცვალა. ლევან ალექსიძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, ღირსების ორდენის კავალერი იყო.
ლევან ალექსიძე 150-მდე შრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე.
ლევან ალექსიძეს 3 აგვისტოს დაკრძალავენ. მას 15:00 საათზე სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.
კომენტარები