თამაზ მეჭიაურის პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარ არის.
„მარგველაშვილმა, რომელიც გუშინდელი დღიდან აღარ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სულში ჩააფურთხა თავის ნახევარ მილიონ ამომრჩეველს. მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, აქედან გამომდინარე, მარგველაშვილი აღარ ითვლება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ხოლო იმისთვის, რომ მისი გადაყენების პროცედურა განვახორციელოთ, სამართლებრივ გზას და მძლავრ საპროტესტო აქციებს მივმართავთ,“- განაცხადა პარტიათამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის წევრმა და რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ.
კომენტარები