არსებობს მოლოდინი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთი, ვინც „ოცნებას“ სერიოზულ კონკრენციას გაუწევს, მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური მოძრაობა იქნება. ხაზარაძის გუნდის ერთი წევრის ვინაობა უკვე ცნობილია – იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.
„არ მოგვისმენია განცხადება, რომ ხაზარაძე და მისი თანამოაზრეები ქმნიან პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ შეეცდებიან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნით საჯარო ასპარეზზე გამოსვლას, საკუთარ საქმიანობას არ ვუკავშირებ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არის სხვა საშუალებები და მე არ გამოვიყენებ ამ საშუალებებს იმისთვის, რომ შეიცვალოს პოლიტიკა, შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ჩვენი დემოკრატია უფრო განვითარდეს,“- აცხადებს ალაფიშვილი.