რიო დე ჟანეიროში მიმდინარე XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში 100კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს.
ღვინიაშვილი მეოთხედფინალში ფრანგ სირილ მარესთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა იაპონელ მეტოქესთან შიდოთი დამარცხდა.
20 წლის ქართველი სპორტსმენი, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა სადებიუტო იყო, შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო. ღვინიაშვილმა პირველ შეხვედრაში ბრიტანელი ბენჯამინ ფლეტჩერი დაამარცხა, შემდეგ კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს სძლია.
კომენტარები