“ტვ პირველს” ვერ წაიღებთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი წერს.
“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – “ტვ პირველს” ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.
P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი – კახა წერეთელი მიხედავს.
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა”, – წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.
ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში ბრალის წარდგენისთვის დაიბარეს, – ამის შესახებ დღეს ძალოვან უწყებაში გამართული ბრიფინგის შემდეგ გახდა ცნობილი.
ვატო წერეთელი – კიდევ ერთხელ გეუბნებით: “ტვ პირველს” ვერ წაიღებთ!
2019/08/22 13:24:59
ნანახია: 521 ჯერ