თურქეთში სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის, ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, შუქური აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების წევრობაშია ბრალდებული.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის მმართველ პარტიაში გაწევრიანდა და 2011 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2013-ში შუქურმა პარტია დატოვა იმის გამო, რომ ფეთჰულა გიულენის მიმდევრების დევნას არ ეთანხმებოდა.
ჰაქან შუქურმა სამშობლო ოჯახთან ერთად გასულ წელს დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.
კომენტარები