ჟურნალისტი შოთა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში „იბერიას“ მფლობელების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნატო ჩხეიძეს და ზაზა ოქუაშვილს, „იბერიადან“ გაუფრთხილებლად გაშვებული 200-ზე მეტი თანამშრომლისთვის კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია.
„200-ზე მეტი თანამშრომლისთვის დღემდე გადაუხდელი კომპენსაცია.
გაუფრთხილებლად, იმ ადამიანების სახლებში გაყრა, ვინც თავისუფალი სიტყვის იდეისთვის გულწრფელად იბრძოდნენ (რაც თურმე მეპატრონეს ეკიდა)
უმადურობა და ყველაფრის დავიწყება
ჟურნალისტების ვალუტად გამოყენება
თაღლითობა და ტყუილი
კიდევ რამდენი რამ ჩამოვთვალო – ეს ზაზა ოქუაშვილი და ნატო ჩხეიძეა.
ამ დროს მათი საუკეთესო პარტნიორებად და ქართული დემოკრატიის აკვნის დამრწევებად გამოცხადება უხერხულია (მინიმუმ).
ამის შემდეგ, მგონი, არასწორია სხვას მორალი უკითხო და რომელიმე ჟურნალისტის არჩევანი აკრიტიკო (ან დაამუნათო ყველა ვინც შენთან არაა).
პ.ს. ღმერთმანი, ბევრი ვინც ჩემი ყოფილი სამსახურის ეზოში დაგინახეთ, მეგობრები ხართ და წარმატებასაც გისურვებთ, მაგრამ ეზოში ყავას რომ დალევთ, გახსოვდეთ, ამ ქონების მეპატრონეებმა თქვენი კოლეგები ისე დატოვეს გარეთ უპატრონოდ, გაფრთხილებითაც კი არავინ გაუფრთხილებიათ.
პ.პ.ს. ხო, სამონტაჟოებში უჰაერობაა, მართლა.“ – წერს შოთა ფალავანდიშვილი.
ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ მაუწყებლობას 9 სექტემბერს, ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან დაიწყებს.