Black Sea Arena-ს სცენაზე დღეს ”ერისიონის” შოუ-კონცერტი გაიმართება.
”ქართულ სიმღერასა და ცეკვაში შერწყმული შოუს ელემენტები პროექტს “ქართული საგანძური” კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. სპეციალურად ამ კონცერტისთვის საფრანგეთიდან განათების სპეციალისტები არიან მოწვეული. უპრეცედენტოდ მასშტაბური ქართული შოუ „ბლექ სი არენას“ სცენისთვის მომზადდა და ამ დარბაზის პირველი ქართული კონცერტია.
“პროექტი, რომელმაც ევროპელი და ამერიკელი მაყურებელი გააოცა საქართველოში პირველად დაიდგმება”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
კომენტარები