ზემო ფონიჭალაში „ნისანის“ მარკის ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. საინფორმაციო სააგენტო inforustavi-ს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები