მუსლიმთა იმამისა და მისი თანაშემწის მკვლელობის გამო, ნიუ-იორკის ქუინსის რაიონში მუსლიმმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, 55 წლის იმამი და 64 წლის თანაშემწე მეჩეთიდან გამოვიდნენ, რა დროსაც მათ უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ესროლა. იმამი მუალამა აკონჯი ადგილზე დაიღუპა, მისი თანაშემწე კი – საავადმყოფოში. მკვლელი გამვლელებმა ნახეს, მაგრამ მისი ცხელ კვალზე დაკავება ვერე მოხერხდა.
კომენტარები