სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება – მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვა, ბარში კი ნალექი წვიმის სახით.
„მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ნალექიანი ამინდი. ხვალაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება. 14 აპრილიდან ნალექი შემცირდება და ტემპერატურა თანდათან მოიმატებს. დედაქალაქში როგორც დღეს და შემდგომ დღეებშიც, 13 აპრილის ჩათვლით, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი“, – განუცხადა „ქრონიკას“ მთავარმა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.
კომენტარები
