პროექტ ”ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეებს რატი გაჩეჩილაძესა და კარინა ლისენკოს პროექტის რომეოს და ჯულიეტას ეძახიან. ჟურნალ “სარკესთან” რატიმ და კარინამ თავიანთ ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრეს. ამჯერად წყვილი რატის ოჯახში ცხოვრობს, მოგვიანებით კი რატი უკრაინაში ჩასვლას და კარინას ოჯახის წევრების გაცნობას გეგმავს.
რატი:
მოწონების პროცესში ვართ, ჩვენი სიყვარული საწყის ეტაპზეა. პროფესიულ მომავალზე უფრო მეტს ვფიქრობთ, გვინდა, როგორც წყვილმა, ბევრ წარმატებას მივაღწიოთ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კარინა სამუდამოდ საქართველოში დავტოვო.
კარინა:
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რა იქნება და რამდენად გასერიოზულდება ჩვენი ურთიერთობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
მოცეკვავე წყვილებს ხშირად უყვარდებათ ერთმანეთი, თქვენი აზრით ამის მიზეზი რა არის?
რატი: ალბათ ის, რომ დიდ დროს ატარებენ ერთად. კარინა ჩემთან ცხოვრობს, მთელი დღე ერთად ვმუშაობთ და სახლშიც ერთად ვართ. ჩემს სახლში კარინამ დიდი სიხალისე შემოიტანა, განსაკუთრებით დედაჩემს გაუხარდა, მას ხომ სახლში ბევრი მამაკაცის მოვლა-პატრონობა უწევს.
ოჯახის საქმეები ძალიან ეხერხება, მაგრამ ჩემზე გემრიელ საჭმელს მაინც ვერ აკეთებს.
კარინა, რატის ოჯახის წევრებთან როგორ ააწყვეთ ურთიერთობა?
კარინა:
ძალიან სწრაფად მივეჩვიე. საერთოც ძალიან ბევრი გვაქვს. პირველად რომ რატიმ სახლში მიმიყვანა, ისე ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს საერთოდ არ ვსვამ ცოტა დავლიე. რატის ძალიან კარგი მშობლები ჰყავს.
რაც შეეხება სამზარეულოს, ნამდვილად ვერ ვიტყვი რამეს კარგად ვამზადებდე. რატი შეუდარებელი მზარეულია, ჭკუას ვკარგავ მის გაკეთებულ საჭმელებზე. ეს ამზადებს, მე ჭურჭელს ვრეცხავ.