შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სასამართლო პროცესზე არასრული მტკიცებულებების წარდგენის გამო ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. იმის გამო, რომ ჩალაგაშვილის დაკავებიდან 12 საათი გავიდა, მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დღეს, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
კომენტარები