გონიოში დაკარგული სამხედროების ოჯახების წევრები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან. იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ახლობლები თავდაცვის სამინისტროსგან ცხედრების დროულად პოვნას მოითხოვენ.
„იმ პერიოდებში გამოცხადებული იყო, რომ ზღვაში არ უნდა შესულიყო ხალხი. ყველა გაფრთხილებული ვიყავით ტელევიზიით. იმას უნდა ჰქონოდა „ბაწარი“ და ისე უნდა ჩაეყვანათ წყალში. ის იყო სტუდენტი. დასპეცებული ხომ არ იყო? ჩვენ ვითხოვთ, რომ ინახოს ის – ცხედარი მაინც ჩაგვაბარონ. თუ არ ჩაგვაბარებენ ცხედარს, ჩავკეტავთ გზას და არც ერთი მანქანა არ წავა თბილისში“, – განუცხადა „იმედს“ ერთ-ერთი დაკარგული სამხედროს ბებია გულნარა მჟავანაძემ.
კომენტარები