“საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia
აი გუშინ პოსტი რომ დავწერე დღეს ახალი მესიჯი მოვიდა გაიზარდა სესხი 1% პროცენტითო!
გიგი უგულავას უახლოესი გარემოცვით გაქვთ სავსე ეროვნული ბანკის საბჭო,
არჩილ მესტვირიშვილები რომ გყავთ იმიტომ ვართ ამ დღეში!!!
ბოდიშით მაგრამ @@@ ხომ არ გაქვთ მართლა?! ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან სანამ წიოკით მივედი დროზე დაარეგულიროს ურჩევნია თორემ მარტო მე ვეყოფი სამსახურის კართან ისეთ ამბავს დავატრიალებ!!! ყველაფერს აქვს საზღვარი და ყველაფერს დასასრული რაც იწყება!!!
გაპრავებთ, ხელს გაფარებთ მაგრამ როდემდე?! სახლში მყავს ორი ინვალიდი და ერთი არასრულწლოვანი, ამ ორ ინვალიდს ყოველ თვე იმდენი წამალი და კვლევა – ექიმი სჭირდება მარტო ხელფასი არ ეყოფა დამიჯერეთ და კიდევ პროცენტს აძვირებთ იპოთეკაზე. სახლის გასაღები ხომ არ მოგიტანოთ და ჩაგაბაროთ?!
სულ ვცდილობ ხმა არ ამოვიღო და ყველაფერს გაგებით მოვეკოდო, მაგრამ ეს რაც ახლა ხდება არის კატასტროფა!
ყოველ თვე,რეფინანსირების მიზეზით 15 ლარი გვემატებოდა იპოთეკურ სესხზე, ახლა დღეს სიურპრიზად პროცენტი გაიზარდა!
რითი ვიხდით უბრალო მოკვდავები ამ ფულს გიკითხავთ ოდესმე?!
არ მინდა ხოლმე აჟიოტაჟის ატეხვა მაგრამ გაუსაძილია ის მდგომარეობა რასაც ჩვენ ვიტანთ, დიახ, არასოდეს ვიშვერ ხელს არავისკენ და ვცდილობ სახელმწიფოებრივად ვიფიქო მაგრამ ამ დროს სანაცვლოდ მჭირდება რომ სახელმწიფომ იფიქროს ადამიანურად.
პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველა მომატებული ლარი და პროცენტი არის სოცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტის დაკარგვა, თქვენ მართმევთ მშობლების სიცოცხლის წლებს ყველა გაძვირებული სესხით! ამის არც მოთმენსს არც ატანას და არც მითუმეტეს გატარებას არ ვაპირებ!
დროულად მოახდინოს სახელწიფომ რეაგირება საქართველოს მთავრობა | Government of Georgia თორემ პირადად მოვაწყობ ჯერ ბრიფინგს და ეროვნული ბანკის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციას, გპირდებით გამომივა თან იმაზე მაშტაბური ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია!
დანარჩენი დეტალები რა პრობლემასაც ყოველ დღე ვაწყდებით არ დავწერ, მარტო ეს არის საკმარისი რომ ამბავი ავტეხო!
ადამიანებს უწევთ ბევრ რამეზე უარის თქმა რომ სესხები იხადონ, ვიღაცისთვის შეიძლება 15 ლარი და 1% არაფერს ნიშნავს მაგრამ ჩვენ ლუკმას ვაცლით შვილებს, წამლებს ვაკლებთ მშობლებს! ჩემნაირი ძალიან ბევრია!
ნერვებისგან მიჭირს აზრს თავი მოვუყარო ბოლომდე მაგრამ ერთ რამეს ზუსტად ვაცნობიერებ: დავიღალე!!!!
ადამიანებსაც აქვთ მოთმინება რომელიც უსაზღვრო ნამდვილად არ არის, გთხოვთ ნუ ცდილობთ გამოსცადოთ რამდენს იტანს ხალხი #ეროვნულიბანკი !!!
გიტანთ, გიტან და როდემდე?!
ნამდვილად არ ვაპირებ სიმსივნიანი დედაჩემის სიცოცხლე სასწორზე დავდო თქვენთან ღლაბუცის გამო! მისი ნერვიულობა ყველაფერთან ერთად არის მომაკვდინებელი, ნუ მიხოცავთ მშობლებს!!!!”