მათ ჩათვალეს რომ ეს მსუყე თემაა და ეს წაადგებათ. გარწმუნებთ, რომ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში არც მსუყე თემა და თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ასევე რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი სალომე სამადაშვილი დაკითხავს მეუფე იაკობს პარლამენტის სივრცეში, შეიძლება შემდეგ პატრიარქზეც გაიწიოს და მისი დაკითხვაც მოითხოვოს , – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა და ოპონენტებს მიმართა, ეკლესიის შეურაცხყოფას თავი დაანებონ.
“ეკლესიაზე შეტევას რასაც შეეხება, მინდა გითხრათ: მას შემდეგ, რაც მიშა სააკაშვილს რელიგიური ექსტაზი დაემართა, ოპოზიციამ ჩათვალა ახლა, რომ თვითონაც უნდა გამოვიდეს საპატრიარქოს მხარდასაჭერად და მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით.
მათ ჩათვალეს რომ ეს მსუყე თემაა და ეს წაადგებათ. გარწმუნებთ, რომ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში არც მსუყე თემა და თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ასევე რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი სალომე სამადაშვილი დაკითხავს მეუფე იაკობს პარლამენტის სივრცეში, შეიძლება შემდეგ პატრიარქზეც გაიწიოს და მისი დაკითხვაც მოითხოვოს ამით ეკლესიას ვერ დაეხმარება გარწმუნებთ ამაში ნაციონალური მოძრაობა და ვერც თავის თავს ვერ დაეხმარება.
პეტრე ცაავას რეციდივი არ იყო მხოლოდ ეკლესიაზე თავდასხმა და როდესაც კომენტარები კეთდებოდა იმ ამბებით თავდასხმა მაშინ უნდა გენახათ მაშინ რაც ხორციელდებოდა. მე გუშინ ვუყურე ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერების გამონათქვამებს, ერთი ნაწილი ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა ამბობდა, რომ ყველა სასულიერო პირი, რომელმაც ღიად თქვა, გამოვიდა რომ ნაციონალების დროს ეკლესია იყო ზეწოლის ქვეშ, არიან არარაობები, არიან ცრუები და ფარისევლები. მეორე ლიდერმა ასეთი რამ განაცხადა და თქვა, რომ დღესაც „კაგებეს“ აგენტებით არის სავსე ეკლესიის ეპისკოპატი და პუტინის დავალებებს ასრულებენ. ანუ ეს შეტევა გრძელდება დღესაც ეკლესიაზე და დავანებოთ იქნება ბატონებო ეკლესიის შეურაცხყოფას ყოველ ბრუნვაში თავი. ეს იქნება უკეთესი ისევ თქვენი პოლიტიკური ძალისთვის. ერთს კი გეტყვით, რომ ყველა განწყობას და ყველა თავის დამოკიდებულებას იმ რეციდივებთან თუ შტურმთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე ხორციელდება, ამის შედეგს ყველანი ჩვენ ერთად ვიხილავთ 2020 წელს და გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია ამით ბედნიერი არ იქნება, მე ასე ვფიქრობ უბრალოდ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.