მე რომ არ მოვალ აქციაზე მეგობრებო, ძალიან გაგიჭირდებათ, – ამის შესახებ პარტია „ეროვნული დამოუკიდებლობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი წერეთელმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა.
„აქ უნდა დაიწყოს მასობრივი მჯდომარე აქცია. მე აქ ველოდი დღეს 100 ათას კაცს, მაგრამ იცით რატომ არ არის ხალხი?! სამწუხაროდ საქართველოში სრულიად დამსახურებულად და სამართლიანად არც ერთ პარტიას და ლიდერს არ აქვს ის ავტორიტეტი, რაც სჭირდება დიდ ეროვნულ მოძრაობას. ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს დღევანდელი პარლამენტის და მთავრობის გაშვება. თუ ამაში ვერ შევთანხმდებით, მე აქ აღარ მოვალ მეგობრებო და მე რომ არ მოვალ, ძალიან გაგიჭირდებათ“, – განაცხადა ირაკლი წერეთელმა.
კომენტარები