ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილი თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
”მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარები