ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა და სომელიემ ელინ მაკკოიმ 2019 წლის საუკეთესო ღვინოები დაასახელა. სრული სია Bloomberg-მა გამოაქვეყნა.
ესპერტმა წლის განმავლობაში 4000-ზე მეტი წითელი, თეთრი და შუშხუნა ღვინო დააგემოვნა. მაკკოიმ საუკეთესო ღვინოდ 2015 წლის ესპანური Domaines Lupier La Dama დაასახელა. 1 ბოთლის ღირებულება 42 დოლარია.
სიაში მომდევნო ადგილს 2014 წლის შუშხუნა Grace Blanc de Blancs Extra Brut-ი იკავებს, რომელიც სომელიემ იაპონიაში გასინჯა და 65 დოლარი ღირს.
მესამე ადგილზე 2011 წლის ავსტრიული Tement Sudsteiermark Sauvignon Blanc Ried Zieregg-ი მოხვდა. 1 ბოთლი 71 დოლარი ღირს.
ხუთეულში ასევე მოხვდა 2017 წლის Kistler Vineyard (160 დოლარი) და 2011 წლის Joseph Drouhin Montrachet Marquis de Laguiche. ამ ღვინის 1 ბოთლი 700 დოლარი ღირს.
კომენტარები