უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.
„არ ველოდებოდი, რომ დღეს ეს მოხდებოდა. ვიცოდი, რომ 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც მართალი რომ გითხრათ, თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული და ცოტა რთულია რამე გითხრათ, პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია – მთავრობას, პარლამენტს, პოლიციას უშიშროება, ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით მედგნენ“, – განაცხაფა ვაჟა გაფრინდაშვილმა. მისი კომენტარის ამსახველ ვიდეოს სუსი ავრცელებს.
კომენტარები