ავღანეთის პროვინცია ყუნდუზში, სამთავრობო ძალების ავიადარტყმების შედეგად, დაჯგუფება „თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაური მულა რაჰმუდინი მოკლეს. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
მათი ინფორმაციით, ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დილით, იერიში მიიტანეს ჰანაბადის ტერიტორიაზე „ბოევიკთა“ თავშეყრის ადგილზე. რაჰმუდინის გარდა, მოკლულია 13 ტერორისტი.
გარდა ამისა, ავიადარტყმის შედეგად, განადგურებულია „თალიბების“ რამდენიმე ბუნკერი და თავშესაფარი.
კომენტარები