ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას პლაჟზე, სადაც მთავარი საახალწლო ღონისძიებები გაიმართა, 350 ტონა ნაგავი შეაგროვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ფოიერვერკის სანახავად კოპაკაბანას პლაჟზე 3 მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. 1-ელ იანვარს ნაგვის შეგროვებას 91 ერთეული ტექნიკა და 1200 მეეზოვე შეუდგა.
დასუფთავების სამსახურის კიდევ 1700 თანამშრომელმა ქალაქის სხვა პლაჟები გაასუფთავა. საერთო ჯამში, რიო-დე-ჟანეიროს პლაჟებზე 760 ტონა ნაგავი შეგროვდა.
კომენტარები