2019 წელს ავიაკატასტროფებს 257 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ კონსალტინგის კომპანია To70-ის მიერ მომზადებულ „2019 წლის სამოქალაქო ავიაციის მიმოხილვაშია“ ნათქვამი.
დასკვნის თანახმად, 2019 წელს მსოფლიოში 86 ავიაკატასტროფა მოხდა, რომელთაგან მსხვერპლით მხოლოდ 8 დასრულდა. მიუხედავად ამისა, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი თითქმის ორჯერ გაუმჯობესდა. 2018 წელს მომხდარ 157 ავიაკატასტროფას 534 ადამიანი ემსხვერპლა.
ექსპერტების შეფასებით, 2019 წელს მსხვერპლით ყოველი 5,5 მილიონი რეისიდან მხოლოდ ერთი დასრულდა.
კომენტარები