უკრაინაში, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
ქვეყნის მასშტაბით დღეს სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს, გაუქმდა გასართობი კონცერტები, ასევე ცვლილება შევიდა ტელევიზიებისა და რადიო გადაცემებში.
ზელენსკიმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და დახმარებას დაჰპირდა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის პრიორიტეტია მომხდარის მიზეზი დადგენა, „სიმართლეს აუცილებლად გავიგებთ. ამისთვის დეტალური და დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“.
პრეზიდენტმა უკრაინული ავიაკომპანიების არაგეგმიური შემიწმება დააანონსა და ქვეყნის მოქალაქეებს ირანისა და ერაყის სტუმრობისგან თავის შეკავება ურჩია.
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, Boeing 737-800 რეისს თეირანიდან-კიევის მიმართულებით ასრულებდა. 8 იანვარს ის თეირანის იმამ ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფას 176 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ეკიპაჟის 9 წევრია. დაღუპულთა უმრავლესობა ირანის მოქალაქეა.