აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკლ ბლუმბერგი მზად არის, მისი ქონების დიდი ნაწილი თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის გასტუმრებაზე დახარჯოს. ამ შინაარსის განცხადება ბლუმბერგმა Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, „პირველი პრიორიტეტი ტრამპის მოშორებაა“.
ერთ-ერთი მიზეზი, როს გამოც დარწმუნებული ვარ რომ ტრამპს დავამარცხებ, ის არის, რომ ზომიერი „რესპუბლიკელებისთვის“ მისაღები კანდიდატი ვიქნები“, – აღნიშნა ბლუმბერგმა.
ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესახებ ნოემბერში განაცხადა. ის კენჭს დემოკრატიული პარტიის სახელით იყრის. ბლუმბერგის თქმით, მისი მიზნების დონალდ ტრამპზე გამარჯვება და ამერიკის აღორძინებაა.
ამერიკის პრეზიდენტობის რა შანსები აქვს მაიკლ ბლუმბერგს, რომელიც ტრამპზე 20-ჯერ მდიდარია, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.