დავით ნარმანიას დედაქალაქის საკრებულოში შესვლას ხმაური მოჰყვა.
ნარმანიას საკრებულოში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჟურნალისტებს დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის დამფუძნებელ გივი კუბლაშვილად გაეცნო, პლასტმასის ნაჯახით დახვდა და მერს მიმართა, რომ ეს ნაჯახი მისი მერობის სიმბოლო იყო.
მისი თქმით, დავით ნარმანიამ შეარცხვინა თბილისი, ხოლო ნაჯახი არის ნარმანიას მერობის სიმბოლო, იმიტომ, რომ სწორედ მისი ბრძანებით გაიჩეხა ხეები.
„მერიაში არის კორუფცია და ამის ნათელი მაგალითი ბევრი ვიხილეთ, რაც იმაში გამოიხატა, რომ თბილისის მერიის მრავალი თანამდების პირი სწორედ კორუფციის ბრალდებით დააკავეს“, – განაცხადა მან.
კომენტარები