ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ დააკავეს ადამიანი, რომელმაც გადაიღო კადრი, სადაც ასახულია, როგორ ხვდება უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაკავებულის ვინაობა უცნობია.
თავის მხრივ, ირანელი ჟურნალისტი, რომელიც ლონდონში მუშაობს და რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ვიდეო, აცხადებს, რომ მისი წყარო უსაფრთხოდაა.
შეგახსენებთ, ვიდეოს გამოქვეყნებამდე ირანი ირწმუნებოდა, რომ უკრაინული თვითმფრინავი, რომლის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა, მის რაკეტას არ ჩამოუგდია, თუმცა ვიდეოს გამოქვეყნების შემდგე, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავს რაკეტა ხვდება, ირანმა აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა „ადამიანურ გადაცდომას“ და თვითმფრინავის „შემთხვევით“ ჩამოგდებას.
კომენტარები