მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი,-ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიასოციალურ ქსელში წერს.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, არავითარი „მაგრამ“ არ უნდა არსებობდეს.
“მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი. არავითარი “მაგრამ” არ უნდა არსებობდეს მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, როდესაც საქმე საჯარო პირების ოჯახის წევრებს, მითუმეტეს მცირეწლოვნებს ეხება და მისასალმებელია, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. პოლიტიკური პოლარიზების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავრჩეთ ადამიანებად და საზოგადოებად”,-წერს ნინო ლომჯარია.
კომენტარები