რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.
როგორც ნავალნიმ სოციალურ ქსელში დაწერა, ქვეყანაში ლიბერალიზმისგან კვალიც კი, აღარ დარჩა.
„ლიბერალიზმისგან კვალიც კი აღარ დარჩა. აღარ არსებობს ე.წ. ადამიანის თავისუფლებები. პუტინის რეჟიმისთვის ახალი – კარგად დავიწყებული ძველია, სხვაგვარად ვერ ახსნი საბჭოთა იდეალებთან დაბრუნებას. როგორც საბჭოთა კავშირში, დღეს, რუსეთში, ლიბერალური ფასეულობებისთვის და დემოკრატიული პრინციპებისთვის ადგილი აღარ დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში“,-დაწერა პოლიტიკოსმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს, ფედერალური საკრებულოსადმი მიმართვის დროს, კონსტიტუციაში ცვლილებები დააანონსა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტსაც შეეხება.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა, პრემიერ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით, გადადგა.