ფილიპინებში ვულკან “ტაალის” ამოფრქვევის გამო მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს. მთავრობამ 44 ათასზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.
დაიხურა სკოლები და მაღაზიები , გადადო ასობით ავიარეისი. ხელისუფლება მოსახლეობას ვულკანის მასშტაბური ამოფრქვევის შესახებ აფრთხილებს.
ადგილობრივებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ვულკან ტაალის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1911 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები