ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ, ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, პარასკევის ლოცვა აღავლინა.
ლოცვას თეირანში ათასობით ადამიანი დაესწრო. აიათოლამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტი ქვეყანა უწოდა და განაცხადა, რომ ამის ნათელი მაგალითი ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია იყო.
ირანის უზენაესი ლიდერი პარასკევის ლოცვას ძალიან იშვიათად კითხულობს. ბოლოს ეს ფაქტი 2012 წელს, “არაბული გაზაფხულის” დროს დაფიქსირდა. მანამდე, ირანში გამართულ ანტისახელისუფლებო აქციაზე, აიათოლა ალი ჰამენის გადადგომა მოითხოვეს.
კომენტარები