ამერიკელმა რეპერმა ემინემმა რეპის სისწრაფის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
კერძოდ, კომპოზიცია Godzilla-ში, რომელიც ახალ ალბომში Music to Be Murdered By არის შესული, რეპერი 229 სიტყვას (339 მარცვალს) 30 წამში წარმოთქვამს. შესაბამისად, საშუალოდ ერთ წამში ემინემი 7,6 სიტყვას ამბობს.
წინა რეკორდი რეპერმა 2018 წელს დაამყარა, როდესაც მომღერალ ნიკი მინაჟთან დუეტში კომპოზიცია Majesty ჩაწერა. მაშინ რეპერმა 12 წამში 123 მარცვალი წარმოთქვა.
კომენტარები