დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში აქტიურობის ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Washington Examiner-ი წერს.
სენატში მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მიმდინარე სასამართლო პროცესის მეორე დღეს თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ზე 142 პოსტი გამოაქვეყნა.
ბოლოს ასეთი ატიურობით ტრამპი 2019 წლის 12 დეკემბერს გამოირჩეოდა, როდესაც მისი იმპიჩმენტის შესახებ კონგრესში მოსმენა ტარდებოდა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე 123 პოსტი გამოაქვეყნა.
კომენტარები