ეპიზოდები ნამდვილად მძიმეა და ამაზე არ ვდაობ, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურია, – ამის შესახებ ფილმის “ჰეროკრატია – 9+1” პრეზენტაციის შემდეგ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
“ეპიზოდები ნამდვილად მძიმეა და ამაზე არ ვდაობ, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურია. გადაღებულია რეალურ ისტორიებზე. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო. ისტორიები რეალურია და არაფერი დაგვიდგამს. პირველ ეპიზოდს მაყურებელი 6 სექტემბერს “იმედზე”, ხოლო 7 სექტემბრიდან GDS-ზე იხილავს”, – აღნიშნა რეჟისორმა.
ფილმი კინოთეატრ რუსთაველში საათი და 20 წუთი გრძელდებოდა. ფილმი 24 ეპიზოდისგან შედგება. პირველ ეპიზოდში ნაჩვენებია სცენა, სადაც სტუდენტს სამართალმდაცავები სთხოვენ აღიაროს ტელეფონის ქურდობა, განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შემდეგ, სტუდენტი დანაშაულს აღიარებს და მას სასამართლო 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. ციხეში კი მას ფიზიკურად უსწორდებიან. რეჟისორის თქმით, ფილმის აღნიშნული ეპიზოდი რეალურ ისტორიაზეა გადაღებული.