თურქეთში მიწისძვრის შემდეგ შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 43 ადამიანი გამოიყვანეს. ინფორმაციას Daily Sabah თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნანგრევებიდან გამოიყვანეს ასევე ორი ქალი, რომლებმაც მიწიძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ 17 და19 საათი გაატარეს.
ბოლო მონაცემებით, მიწიძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 1030 დაშავდა.
თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6,5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.
კომენტარები