ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაინატი და კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა, არ იყო აღჭურვილი იმ მნიშვნელოვანი პროგრამით (TAWS), რომელიც მფრინავებს აფრთხილებს, რომ მიწასთან ძალიან ახლოს არიან. გამოძიების ოფიციალურ განცხადებაზე დაყრნდობით ცნობას France 24 ავრცელებს.
რელიეფის ინფორმირებისა და გაფრთხილების სისტემა (TAWS), რომელიც შეჯახების საფრთხის შემთხვევაში მფრინავს გამაფრთხილებელ სიგნალს უგზავნის, კობი ბრაიანტის Sikorsky S-76-ს არ ჰქონდა. აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის რეგლამენტით, გამაფრთხილებელი სისტემა ვერტმფრენებზე სავალდებულოა.
რაც შეეხება დაღუპულთა ცხედრებს, მათი ზუსტი იდენტიფიცირება მომხდარიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოხდა.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.