რუსეთმა შესაძლოა სამედიცინო ნაწარმის, მათ შორის ნიღბების ექსპორტი შეზღუდოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “კომერსანტი” ორ სხვადასხვა სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ფარმაცევტულ სექტორში ოპერირებენ.
გამოცემის ცნობით, ინდუსტრიისა და ვაჭრობის სამინისტრომ შესაბამისი რეგულირების აქტის პროექტის მომზადება უკვე დაიწყო, რადგან უწყება შიშობს, რომ რუსეთში შესაძლოა სამედიცინო ნაწარმის დეფიციტი წარმოიქმნას.
“სამინისტრო ექსპორტის შეზღუდვას აქტიურად განიხილავს. სამედიცინო ნიღბებთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა რუსეთში ფასების ზრდა და აფთიაქებში ნიღბების დეფიციტი უკვე გამოიწვია”, – წერს გამოცემა.
კომენტარები