კრიმინალის ინდექსით, 118 სახელმწიფოს შორის, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულშია.
ამ დასკვნებს ელექტრონული მონაცემთა სისტემა Numbeo აქვეყნებს. ამავე რეიტინგში 2015 წელს საქართველო მეექვსე პოზიციაზე იყო. 2016 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველო 116-ე ადგილზეა. უკეთესი კრიმინალური ინდექსი მხოლოდ სინგაპურსა და სამხრეთ კორეას აქვს.
რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, სომხეთი 99-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 95-ზე, თურქეთი – 75-ზე, რუსეთი 50-ზე, ხოლო უკრაინა 43-ე პოზიციაზე.
კრიმინალის ინდექსის მიხედვით, ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არიან.
კომენტარები