გამოცემა „ფერგანა.რუ“-ს ინფორმაციით, უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი ტაშკენტში გარდაიცვალა. ამასთანავე, სააგენტო „რია-ნოვოსტის“ უზბეკეთის პრეზიდენტის აპარატში კარიმოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყვეს. „პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია და მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადეს პრეზიდენტის აპარატში. ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიმოვი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები