გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს. გავრცელებული ცნობით, ბომბის არსებობის საფრთხის გამო ევაკუირებულია პირველი ტერმინალი.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც უსაფრთხოების შემოწმებას გადიოდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა.
ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მგზავრებიც ავრცელებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები