პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი მერაბ მეტრეველი აგვისტოს ომის შემდგომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
”მაგარი ამბავი მოვისმინე და უნდა მოგიყვეთ:
2008 წლის ომიდან რამდენიმე კვირაა გასული. სააკაშვილმა თავისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეკრიბა და მათ დუხზე მოყვანას ცდილობს. მისი ტექსტი დაახლოებით ისეთივეა, როგორც საჯარო გამოსვლების დროს:
– ჩვენ ამ ომში არ დავმარცხებულვართ. რუსეთმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს თბილისის აღებას, სამაგიეროდ მივიღეთ უპრეცენდენტო საერთაშორისო მხარდაჭერა, ნიღაბი ჩამოვხსენით რუსეთს, რომელიც ვითომ მშვიდობისმყოფელი იყო. მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით დადგა, ოთხი მილიარდი გამოგვიყვეს, საქართველოსკენ არის მომართული ყველას ყურადღება… და ა. შ. იცით ეს ტექსტები, რომლესაც ის იმ დღეებში უხვად ამბობდა.
წინა რიგებში ზის „ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ძველი წევრი და პარლამენტარი ელდარ კვერნაძე. უსმენს მიშას, უცებ ხელი ხელს შემოკრა და გულწრფელად აღშფოთებულმა წამოიძახა:
– ჯანდაბა, სად იყო ეს რუსეთი ამდენ ხანს, ასეთი საჭირო ყოფილა ეს ომი!”, – წერს მეტრეველი.