თბილისის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
ელექტრომომარაგების შეზღუდვა გეგმური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
გლდანის და ნაძალადევის რაიონებში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შეშელიძის და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე ერთსაათიანი ინტერვალით შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, კიტა აბაშიძის, ნინოშვილის, ოცდაექვსი მაისის, ტოვსტონოგოვის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან, 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს, 10:00 საათიდან, 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, გიორგი გეგეჩკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის და მედეა ჩახავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან, 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ფაღავას, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ირბახის, ბეთანიის, განთიადის, სომხეთის, ნიაბის, კვესეთის, გოლოვნის და საინგილოს ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებენ კომპანიაში.