საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო კობახიძე კორონავირუსით დაინფიცირებული იმ მოქალაქის შესახებ წერს, რომელიც საქართველოში შემოვიდა.
“საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანიდან დაინფიცირებული რომ მოდიოდა, წინასწარ ვიყავით გაფრთხილებულები და საზღვარზე დახვდნენ მობილიზებულები შეფუთული ექიმები და დროული იზოლაცია განახორციელეს კარანტინში. გამოვაძვრენთ ამ ადამიანს იმედია და არ გავრცელდება დამატებით ვირუსი. საფრთხე არ ემუქრება მის ჯანმრთელობას და არც ჩვენ გვაქვს პანიკის საფუძველი”, – წერს ნინო კობახიძე.
კომენტარები