დავით კეზერაშვილი თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღეს მილიარდერი გახდა, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
“თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან, წლების მანძილზე, მათ შორის კეზერაშვილის მინისტრობისას, სამხედრო ტექნიკური საშუალებების შესაძენად დაახლოებით, მილიარდნახევარი ლარი იქნა გახარჯული და ეს ფული დაიკარგა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, ეს ფული სხვადასხვა, მათ შორის, ებრაულ კომპანიებში ირიცხებოდა.
“ფორმდებოდა კაბალური ხელშეკრულებები და თანხები ისე იკარგებოდა, სახელმწიფო არაფერს იღებდა. ამას ნდობის ჯგუფისთვის წარდგენილი აუდიტის სამსახურის ანგარიშიც ადასტურებს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კომენტარები