ამერიკის მთავარი ქირურგის ჯერომ ადამსის განცხადებით, ჩვეულებრივი გრიპით გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ახალი კორონავირუსით.
”აშშ-ს მოქალაქეებისთვის რისკი რჩება დაბალი,”- განაცხადა ექიმმა.
მისი თქმით, არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეს პირბადეების ტარება ნამდვილად არ არის. როგორც მან აღნიშნა, ნიღბის ტარება ვირუსისგან დაცვის საშუალება არ არის.
“ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბევრად მნიშვნელოვანია ხელები დაიბანონ 15-20 წამის განმავლობაში, ხველების დროს სახეზე არ აიფარონ ხელი და ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში”,- აღნიშნა ქირურგმა.
მან ასევე დაამატა, რომ ჩვეულებრივი სეზონური გრიპისგან ამერიკაში ყოველწლიურად 18 000 ადამიანი იღუპება, კორონავირუსისგან კი მხოლოდ ორია გარდაცვლილი.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიპისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კოროვირუსისგან, და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში”,-განაცხადა ჯერომ ადამსმა.
ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსისგან 2900-მდე ადამიანი დაიღუპა, მის ფარგლებს გარეთ კი გარდაცვალების 100-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.