იტალიის „დემოკრატიული პარტიის“ მდივანს, ნიკოლა ძინგარეტის კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა დიაგნოზის შესახებ Facebook-ზე დაწერა.
„ექიმებმა მითხრეს, რომ კორონავირუსზე ტესტი დადებითი აღმოჩნდა. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ უახლოეს დღეებში სახლში დავრჩები“, – დაწერა ძინგარეტიმ.
კომენტარები