დედაქალაქში 2010 წელთან შედარებით ავტომანქანების რაოდენობა გაორმაგებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
„თუ თბილისში 2010 წელს საშუალოდ 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია და 400 000 მანქანა გადაადგილდება ყოველწიურად. შესაბამისად, მუდმივად მზარდი ავტომანქანების რაოდენობის პირობებში ძალიან ძნელია მივდიოთ ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე და ქალაქში არ გვქონდეს საცობები.
ყველაფრის თავი და თავი ავტომობლების მზარდი რიცხვია, რასაც მოსდევს ქალაქის ცალკეულ უბნებში საცობები. ის რეგულაციები და ინსტრუმენტები, რაც ჩვენს ხელთ არის, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს გადაადგილების დროს დისკომფორტი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომენტარები