ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
ეს კრუხის პალო!
ევროპის ქვეყნების შესაძლებლობებთან საქართველოს შესაძლებლობები რა მოსატანია და, ადამიანს, რომელიც მთავრობის წევრი იყო, ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს დღევანდელ ვითარებაში ჩვენი პროფესიონალების და მთავრობის გადაკრიტიკებლად?!
ნამუსიც კარგი საქონელიაო, ამბობენ!
ჭიაბერაშვილის ეს განცხადება უნამუსობის თვალსაჩინო ნიმუშია!
ნახეთ ევროპის სტატისტიკა!
ნახეთ, რა ხდება იტალიაში!
მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჯერ გამოცხადებული არ იყო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაც არ ჰქონდათ, ქართველმა სპეციალისტებმა, ისე, რომ არც პანიკა გამოიწვიეს, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით იმოქმედეს და ვირუსი დაიჭირეს!
დღეს საქართველო რომ იტალიასავით არ გაწითლდა და ჩაიკეტა, სწორედ უპირველესად სპეციალისტების, შემდეგ კი ხელისუფლების გააზრებულ და სწორ მოქმედებას უნდა ვუმადლოდეთ!
ახლა პოლიტიკური სპეკულაციების დრო არ არის!
თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის დასაცავად!”, – წერს ბონდო მძინარაშვილი.