ვაკეში მომხდარი მკვლელობის ადგილზე „მოამბის“ ოპერატორს დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „მოამბემ“ გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობის ადგილზე გადამღები ჯგუფი მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა, რა დროსაც ოპერატორს სავარაუდოდ, მოკლულისა და დაჭრილის ახლობლები დაუპირისპირდნენ, რის გამოც პირდაპირი ჩართვის დროულად ორგანიზება ვერ მოხერხდა.
მომხდარის შედეგად, სასამართალდამცველებმა „მოამბის“ ოპერატორი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
მკვლელობა ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე დღეს მოხდა. შემთხვევის დროს დაიჭრა ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ვაკეში მოკლული მამაკაცი გვარად ჯოხაძეა და ის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.
კომენტარები