თვითმხილველის განცხადებით, ვაკეში, რიგის ქუჩაზე, მანქანაში მყოფი პირი ფეხით მოსიარულე მამაკაცმა ჩაცხრილა და ჭავჭავაძის გამზრისკენ გაიქცა.
„დავინახე, როგორ გადმოუხვია შუქნიშანზე შავმა ავტომობილმა, რომელსაც უცბად მივარდა ფეხით მოსიარულე ადამიანი, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული. მან ჯერ ერთი მხრიდან მოუარა ავტომობილს და იქ მჯდომ მამაკაცს ესროლა, შემდეგ კი მეორე მხრიდან მიუახლოვდა და ასევე სროლა განახორციელა.
ამის შემდეგ ის გაიქცა ჭავჭავაძის ქუჩისკენ, ხოლო ავტომანქანიდან გასისხლიანებული ადამიანი გადმოვიდა და დახმარება ითხოვა. მაღაზიიდან გამოვიდნენ ქალები და მანქანიდან მეორე დასისხლიანებული ადამიანი გადმოიყვანეს”, – განაცხადა თვითმხილველმა.
კომენტარები